საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანას პატივს არ სცემს.
ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში უნდა გადავიდეს, თუმცა მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა, ის საკითხის შეფასებისგან თავს იკავებს.
„კვირიკაშვილის პოზიციას პატივს ვცემ, თუმცა, რაც ადრე მითქვამს, იგივე პოზიცია გამაჩნია. მარგველაშვილმა ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. 10 მილიონ ლარს ხარჯავს ეს კაცი გადაჭარბებით. ეს კაცი პატივს არ სცემს ქვეყანას",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.