ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„ამ შეთანხმებით ქვეყანამ მოიგო და არა რომელიმე პოლიტიკურმა გუნდმა ან პარტიამ.
გამარჯვებაზე საუბარი ჯერ ნაადრევი და არასერიოზულია. ვინ უფრო ბედნიერი იქნება არჩევნების შედეგებით, ამას ამომრჩეველი და არჩევნების შედეგები გადაწყვეტს.
მთავარია ის, რომ ჩვენს ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, ინდივიდუალურად აირჩიოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში - მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე დროს სასურველი პარტია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რისკები ხელისუფლების ვერჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მინიმიზებულია“, - წერს მერაბ ქვარაია.
ინფორმაციისთვის, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება.