სუდანის დედაქალაქ ხართუმში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აბდალა ჰამდუკს თავს დაესხნენ. ინფორმაციას „Al Arabiya“ ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, ქვეყნის მეთაურის კორტეჟის გადაადგილებისას ხიდის ქვეშ დანაღმული მანქანა აფეთქდა.
Sky News Arabia-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი არ დაშავებულა. ის უკვე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მსუბუქად არის დაშავებული ერთ-ერთი თანმხლები პირი.