„ვფიქრობ, რომ შოთაძის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლის მხრივ და ის ფაქტი, რომ უშუალოდ უწყების ნაწილს არ პატიობს მსგავს ნაბიჯს, ზოგად ბრძოლაში მას დიდი მხარდაჭერა ექნება“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არ არის სასიამოვნო და კარგი ფაქტი პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი.
„დაბრუნდა შოთაძე პროკურატურაში და პირველ რიგში, საკუთარი სისტემის წმენდა დაიწყო. არ არის სასიამოვნო და კარგი ფაქტი პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი. თუ არ იქნება ნდობა პროკურატურის მიმართ, რთული იქნება კორუფციული გამოწვევების გამკლავება. ამიტომ ვფიქრობ, შოთაძის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ და ის ფაქტი, რომ უშუალოდ უწყების, სისტემის ნაწილს არ პატიობს მსგავს ნაბიჯს, ზოგად ბრძოლაში მას დიდი მხარდაჭერა ექნება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.