იურისტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი შოთაძემ მძიმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო.
იურისტი ამბობს, ირაკლი შოთაძემ კორუფციული გადაცდომა, პირველ რიგში, თავისი სისტემის წევრს არ აპატია და მან ეს საჯაროდ გააკეთა.
„პროკურორის დაკავება პირადად გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით და ხელმოწერით ხდება. ირაკლი შოთაძემ მიიღო მძიმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მან კორუფციული გადაცდომა თავისი სისტემის წევრს არ აპატია და მეორე, მან ეს საჯაროდ გააკეთა. ეს არის მარტივი მესიჯი გენპროკურორის მხრიდან ყველა საჯარო მოხელის მიმართ - კორუფციასთან ბრძოლა იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო“, - წერს თამარ მახარობლიძე.