logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
- +

9 მარტი. 2020. 15:30

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შვედეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებთან პარლამენტის პრიორიტეტებზე და მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებაზე და შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

 

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს მიღწევების კონსოლიდაციას და საქართველოს გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფას.

 

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა იყო.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის წევრ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner