logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: პროკურორის დაკავება პირადად ირაკლი შოთაძის ღირსეული გადაწყვეტილებაა
- +

9 მარტი. 2020. 15:31

 

 

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, კორუფცია არის სახელმწიფოებრიობის პირველი მტერი და გენერალურ პროკურორს სრული ლეგიტიმაცია აქვს, რომ საჯარო უწყებები სრულყოფილად გაწმინდოს „ნაგვისგან.

 

„ერთი შეხედვით, პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე არის ძალიან ცუდი ფაქტი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რა გარემოება უსწრებს წინ ამ მოვლენას. როგორც იცით, პარლამენტმა ახალი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა თანამდებობაზე. შოთაძის დაბრუნება უწყებაში ნიშნავს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ამის დასტურია მათივე კოლეგის დაკავება. ამიტომ ვფიქრობ, რომ პროკურორის დაკავება და ამ არცთუ ისე სასიამოვნო ამბის საზოგადოებისთვის დაუფარავად თქმა პირადად ირაკლი შოთაძის ღირსეული გადაწყვეტილებაა. კორუფცია არის სახელმწიფოებრიობის პირველი მტერი და როდესაც პირველ რიგში შენივე სისტემაში ებრძვი ამ ცალკეულ შემთხვევებს, სრული ლეგიტიმაცია გაქვს, რომ საჯარო უწყებები სრულყოფილად გაწმინდო „ნაგვისგან“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner