მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ქართული ოცნების“ ვარიანტს (10 მანდატი იქით, 10 - აქეთ!) მოაწერეს ხელი და ნათელაშვილის ქარვასლის დახლიდარებს რა უხარიათ?!
არც არავის გამოუშვებენ, - მემორანდუმში სიტყვა „პოლიტპატიმარი“ ნახსენებიც არ არის! გვარებზე აღარაფერს ვამბობ!
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ყურები დაახია ნაცსექტანტებს და ბოკერვილებს!
გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ნიკა ლალიაშვილთან!
„პატრიოტთა ალიანსის“ აქციები და გამოკითხვებიც არ დაგავიწყდეთ!
IRI-ის პრეზიდენტის ვიზიტი და ბოკერვილების დაქალის - ლორა ტორნტონის წასვლაც ამ ფონზე ფრიად საგულისხმო და მრავლისმეტყველია!
„ახლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.