logo_geo
eng_logo
NATO-ს შტაბ-ბინაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა
- +

9 მარტი. 2020. 16:51

 

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პირი, რომლის ანალიზიც ვირუსზე დადებითი იყო, იტალიიდან ბრიუსელში გასულ კვირას დაბრუნდა.

 

„პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ინფორმაცია კოლეგებს ეცნობათ. გასული კვირის ბოლოდან ისინი სახლიდან მუშაობენ და ასე განაგრძობენ. NATO-ს შტაბ-ბინის თანამშრომლები ინფორმირებულნი არიან. NATO განაგრძობს დაკვირვებას მდგომარეობაზე და მოვლენების განვითარების პარალელურად მიიღებს აუცილებელ ზომებს“, - წერია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner