„ნუ მივაწერთ, რომ გიორგი ქადაგიძე წავიდა და ლარი ამიტომ გამყარდა", - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რას უკავშირებდა ის ეროვნული ვალუტის გამყარებას.
„ლარი ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში. ზედმეტი ოპტიმიზმი არ მინდა შევუქმნა ბიზნესმენებს, რადგან ეს გამოიწვევს დოლარის გადაყიდვას და ეს მერე გამოიწვევს უკუქმედებას. ზედმეტი ოპტიმიზმი არ ივარგებს, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ მომავალში", - განაცხადა ივანიშვილმა.