logo_geo
eng_logo
კორონაცვირუსი
- +

9 მარტი. 2020. 19:15

 

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უფრო საშიში და მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების თარიღი სულ სხვაა.

 

ჰო, კორონავირუსზე გაცილებით სახიფათო და ფატალური ვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში ჯერ კიდევ 2003 წლის 23 ნოემბერს გამოვლინდა და იმ ვირუსს კორონაცვირუსი ერქვა.

 

ერქვა რა, დღესაც ასე ჰქვია!

 

კორონაცვირუსი საქართველოში „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული, მთელი 9 წლის განმავლობაში ცირკულირებდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეულ ძალას დღემდე ინარჩუნებს. არა მთლად ისეთს, როგორიც აქტიურ ფაზაში ყოფნისას ჰქონდა, მაგრამ მაინც მავნებლურს, დესტრუქციულს, ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანს.

 

 კორონაცვირუსის გამოკვეთილი ნიშნებია ავტორიტარიზმი და ძალადობა, მასობრივი ტერორი და ტოტალური შიშის დანერგვა, სერიული მკვლელობები და სადიზმი, ანუ სხვისი ცემითა და წამებით სიამოვნების მიღება, სხვისი ტანჯვით სექსუალური აღგზნების მდგომარეობამდე მისვლა.

 

აბა, კარგად გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ კორონაცვირუსის ორფეხა ბაცილები სამეგრელოს ტყეებში მოწყობილ საწამებელ ბუნაგებში: ტყვედ აყვანილ ქართველ კაცებს ხის მაგიდაზე თოკით პირქვე აბამდნენ და ჯერ კოხტა კოდუა აუპატიურებდა უკანა ტანში „ნაბეღლავის“ ბოთლის შეყვანით, მერე კი ვიაგრადალეული ყავარჯნიანი ჯალათი თემურ უბირია ამყარებდა ნატურალურ სექსუალურ კავშირს როგორც ანალური, ისე ორალური გზით. კორონაცვირუსის ორფეხა ბაცილები ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდნენ და სატანურად ხორხოცებდნენ, ნეტარებდნენ და ძალაუფლების ორგაზმს განიცდიდნენ, როცა მათი მსხვერპლი – გაუპატიურებული ქართველი კაცი არაამქვეყნიური ხმით ხაოდა და კიოდა.

 

აი, ასეთი იყო კორონაცვირუსი, რომელიც საქართველოს 9 წლის განმავლობაში ფიზიკურად, სულიერად და მორალურად ხრავდა.

 

ახლა ხომ შეშინებული და დაზაფრულია ჩვენი საზოგადოება საქართველოში კორონავირუსის შემოსვლის გამო, მაგრამ შიში და ზაფრა ის იყო, კორონაცვირუსის მძვინვარების დროს რომ მეფობდა. გაიხსენეთ ფრაზები, რომლებიც საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იყო ქცეული: „ტელეფონში ვერ გეტყვი“; „თუ რამე ისეთზე უნდა ვისაუბროთ, ტელეფონი გამორთე“; „რა აზრი აქვს, გამორთულზეც ისმინება“; „რომ გამორთავ, ელემენტიც უნდა ამოიღო და ვეღარ მოგისმენენ“; „ტყუილია, მაგ დროსაც მშვენივრად გისმენენ“; „ტელეფონები მეორე ოთახში გაიტანე და ისე ვილაპარაკოთ“; „ოფისი შემოწმებული გაქვს? სადმე კამერა ან მოსასმენი არ ეყენოს“; „ძირითადად „შტეფსელებში“ აყენებენ“; „სპეციალური „ისკატელი“ დავითრიე და სახლშიც უნდა შევამოწმო, საძინებელში რამე არ ეყენოს“ და სხვა ამისთანა რამეები.

 

მასობრივი ფარული თვალთვალი და მიყურადება კორონაცვირუსის ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე ამაზრზენი გამოვლინება იყო.

 

ახლა, როცა ჩვენი სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიის პრევენციას ცდილობს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა – კარანტინი. კარანტინი მოეწყო ამა და ამ საავადმყოფოში. კარანტინში მოათავსეს ამდენი და ამდენი ადამიანი. მოკლედ, კორონავირუსი და კარანტინი ყოველთვის ერთად იხსენიება და კორონაცვირუსის დროსაც ასე იყო: მაშინაც ხშირად გვესმოდა კარანტინი, ოღონდ ძალიან საშიში და საბედისწერო ჟღერადობით. კორონავირუსის დროს კარანტინის მოწყობაზე თუ საუბრობენ, კორონაცვირუსის დროს კარანტინის დაშლაზე იყო საუბარი. გლდანის ციხე პატიმრების ახალ ნაკადს რომ მიიღებდა და ნაკადები კი, მოგეხსენებათ, უწყვეტად შედიოდა, ციხის ჯალათები ორ საპირისპირო რიგად გამწკრივდებოდნენ, ერთგვარ ცოცხალ დერეფანს გააკეთებდნენ და თითოეულ პატიმარს, სანამ საკნებში გაანაწილებდნენ, სწორედ იმ დერეფანში უნდა გაევლო. დაიწყებდა გავლას და მაშინვე დაუწყებდნენ ცემას რეზინის ხელკეტებით, მუშტებით, წიხლებით. ერთ პატიმარს ერთდროულად ურტყამდა 10-15 ჯალათი, ერთად ესეოდა კორონაცვირუსის 10-15 ბაცილა. ძვლებში დალეწავდნენ, თავზე დააფურთხებდნენ, ყველანაირად დაამცირებდნენ და მერე აჰყავდათ საკანში. ამას ერქვა სწორედ კარანტინის დაშლა, რისი ამსახველი კადრებიც მთელმა საქართველომ იხილა და ამ კადრებმა დაუსვა კიდეც წერტილი კორონაცვირუსის 9-წლიან ცირკულაციას.

 

უკეთ რომ ვთქვათ, მაშინ დასრულდა კორონაცვირუსის პანდემიური გავრცელება საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ შრეებში: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, მედიაში, ბიზნესში, განათლებაში, კულტურასა და სპორტში. დაიხია უკან კორონაცვირუსმა და დაკარგა მომაკვდინებელი ეფექტი, მაგრამ გაქრობით კი აქამომდე არ გამქრალა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროს რაღაც დოზით მაინც შემორჩა. მაგალითად, სასამართლო სისტემა დღესაც კორონაცვირუსის ისეთი ბაცილების ხელშია, როგორებიც მურუსიძე და ჩინჩალაძე არიან. პროკურატურაშიც ბევრია კორონაცვირუსის ბაცილა, რომელიც ადეიშვილმა დაყარა, მერაბიშვილისა და ახალაიას დაყრილი ბაცილები კი პოლიციასა და სხვა ძალოვან უწყებებში ცირკულირებენ. კორონაცვირუსის ზოგიერთი ბაცილა „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტშიც შეიყვანა, ზოგი – პარტიული სიით, და ზოგიც – მაჟორიტარად.

 

მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში კორონაცვირუსი ბოლომდე არ ჩამკვდარიყო და ეარსება, როგორც მიძინებულ საფრთხეს, როგორც ყანიდან დროებით გატანილ საფრთხობელას, რომელსაც ისევ დადგამ, როგორც კი ამის საჭიროება გაგიჩნდება. დიახ, „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა კორონაცვირუსის დაკონსერვება, რათა ხალხისთვის ეთქვა: თუ შეუსრულებელი დაპირებებისა და არგაკეთებული საქმეების გამო ხელისუფლებას ჩამომართმევთ, მაშინ ისევ კორონაცვირუსის პანდემია იფეთქებსო!

 

უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ამ სტრატეგიამ აქამდე ყველა არჩევნებზე კარგად იმუშავა და ქართველმა ხალხმა, სწორედ კორონაცვირუსის ხელახლა აფეთქების შიშით, ხელისუფლება არ გადაირჩია. თანაც, „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შემონახული ეს კორონაცვირუსიც თავის მთავარ საქმეს – საფრთხობელას როლის თამაშს – ყოველთვის კარგად ართმევს თავს, პარლამენტის შენობის შტურმით აღების მცდელობით, რუსთაველის გამზირზე კასრებისა და შეშის დახვავებით, სახელმწიფო შენობების დაბოქლომებით, პარლამენტში მომწამლავი სითხის დაღვრით, გვარამიას „საპოჟნიკური“ გინებებით, სააკაშვილის რევოლუციური პათეტიკით და სხვა ასეთი რამეებით, რაც მოსახლეობაში თავიდან აცოცხლებს 9-წლიანი უბოროტესი რეჟიმის დაბრუნების შიშს.

 

ჰო, კორონაცვირუსის ყველაზე დიდი და მთავარი ბაცილა სააკაშვილი არა და არ გამოდის „სასარგებლო იდიოტის“ როლიდან. ისეთ რაღაცებს აბრეხვებს, „ქართული ოცნებისთვის“ პირდაპირ მისწრებაა და მის პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს. აი, ახლაც, როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მოქალაქეთა ერთი ნაწილი სუპერმარკეტებს პანიკურად შეესია და პროდუქტების მომარაგება დაიწყო, სააკაშვილმა კიევიდან ტირადა გამოისროლა: სულაც არ მიკვირს, რომ ხალხი პანიკაშია და სურსათს იმარაგებს, ეს იმის ბრალია, რომ ადამიანები ივანიშვილის ხელისუფლებას არ ენდობიან, ჩემ მიმართ კი მაღალი ნდობა ჰქონდათ და ასეთი პანიკა 2008 წლის აგვისტოს ომის ყველაზე ცხელ დღეებშიც არ შეინიშნებოდაო.

 

სააკაშვილი რომ ამას იტყვის, რა უნდა ქნა? კი, აგვისტოს ომის დღეებში როგორ არ ჰქონდა ქართველ ხალხს მაღალი ნდობა სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ. ეს ნდობა განსაკუთრებით მაშინ ამაღლდა, როცა სააკაშვილის ხელისუფლების წევრები ცოლებიან-სიდედრებიანად აზერბაიჯანის საზღვარს მიაწყდნენ და შავი „ჯიპებით“ ერთმანეთს ასწრებდნენ „წითელ ხიდზე“ გადასვლას. საქართველოს მოსახლეობას ომის დღეებში სააკაშვილისადმი ნდობა კიდევ უფრო მაშინ აუმაღლდა, როცა საკუთარი თვალით იხლა შეშინებული მთავარსარდალი გორში მიწაზე რომ ფორთხავდა და ავლაბრის რეზიდენციაში საკუთარ ჰალსტუხს ისე ლოღნიდა, როგორც ხბო – სოფლის ეზოში გაფენილ სარეცხს. აი, სწორედ მაგ დროს იგრძნო ქართველმა ხალხმა თავი ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ.

 

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, სააკაშვილი კორონავირუსის შიშით დაზაფრული ქართველების გამხიარულებასაც ახერხებს და თან იქვე შეგვახსენებს: აგერ ვარ მე – ორ ფეხზე მოსიარულე კორონაცვირუსი და რაც იმ ცხრა წლის განმავლობაში დაგაკელით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე უნდა დაგიმატოთ, დავბრუნდები და ვისი დაჭერაც ვერ მოვასწარი, ყველას დავიჭერ, ვისაც ყველაფერი ვერ წავართვი, დარჩენილსაც წავართმევ, ვინც ვერ გავაგორე, აწი გავაგორებ და ნუ გეგონებათ, ახალი ძალით აფეთქებულ კორონაცვირუსს კარანტინებით და პირბადეებით გაუმკლავდეთო!

 

მოკლედ, კორონაცვირუსი ხელახალი კორონაციისათვის, ანუ თავზე გვირგვინის დასადგმელად ემზადება, მაგრამ ეს რომ მოხდეს, კორონავირუსმა ქართველების სინსილა უნდა გაწყვიტოს, რაც გამორიცხულია, რადგან ხალხს, რომელმაც 9 წლის განმავლობაში კორონაცვირუსს გაუძლო, კორონავირუსი ვერაფერს დააკლებს!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner