logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს ე.წ. პოლიტპატიმრების თემის და ტერმინის დამკვიდრებას
- +

9 მარტი. 2020. 19:20

 

 

„ე.წ. პოლიტპატიმრების არსებობაზე არც შეთანხმებულ დოკუმენტში წერია რამე და არც საელჩოების განცხადებებში, ამის მიუხედავად ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს თემის და ტერმინის დამკვიდრებას”, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

 

 

მისი თქმით, საარჩევნო პროცესზე მოლაპარაკების მიწურულს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსესუსი შედგა.

 

 

„სათანადო საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისა და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი სისტემით ჩატარდება. შეთანხმების ძირითადი ჩარჩო ცნობილია, 40%-იანი ბარიერი იმ პარტიისთვის, რომელიც შეძლებს ერთპარტიული უმრავლესობით დააკომპლექტოს მთავრობა, მაჟორიტართა თანაფარდობა პროპორციულ სიასთან 120 – 30-ზე, პარლამენტში მოსახვედრად გადასალახი ბარიერი კი 1 %-ით განისაზღვრება.

 

 

ვინაიდან შეთანხმება შედგა, აქტუალობა შეიძინა შემდეგი რიგის საკითხებმა, პირველ რიგში კი საარჩევნო ოლქების საზღვრებმა. ოფიციალურად საქართველოში სამნახევარი მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც ნიშნავს რომ თუ თანაბრად განაწილდება, თითოეულ ოლქში დაახლოებით ასი ათასი ამომრჩეველი მაინც უნდა მოხვდეს.

 

 

 კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საკამათოა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არის ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების თემა. საქართველოში მათ არსებობას ცალსახად გამორიცხავს მმართველი გუნდი. მეორეს მხრივ, წარდგენილი ბრალდება და სასჯელი დიდად არც ოპოზიციისთვისაა საკამათო იმ პირთა მიმართ, რომელთაც პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ. ცხადია, რომ მათ არსებობაზე არც შეთანხმებულ დოკუმენტში წერია რამე და არც საელჩოების განცხადებებში. ამის მიუხედავად ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს თემის და ტერმინის დამკვიდრებას. შედეგად წარმოდგენილია განსხვავებული ინტერპრეტაციები პოლიტიკურ სპიკერთა მხრიდან და განსხვავებული მოლოდინები”, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner