საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც თავად არ მონაწილეობს არჩევნებში, რატომ იღებს დარტყმას საკუთარ თავზე, განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლისთვის გამოიყენოს.
„მე მაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ვარ ამ ქვეყნის შვილი და მინდა, ქვეყანა იყოს სტაბილური.
ვფიქრობ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.