logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის მთავარი მიზანი არეულობაა, რაც მათი ყოველი ნაბიჯით დასტურდება
- +

9 მარტი. 2020. 19:44

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

 

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნება გამოავლინა, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე.

 

 

 

„მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება წინ გადადგმულო ნაბიჯია. ხელისუფლებამ გვაჩვენა მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, გვაჩვენა, რომ მათთვის მთავარი ქვეყანა და ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემოა, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე. მათი მთავარი მიზანი არეულობაა, რაც მათი ყოველი ნაბიჯით დასტურდება.

 

 

 

არ მესმის და ვერ დავეთანხმები ოპოზიციის სიხარულს, რომ შეთანხმებული საარჩევნო სისტემა მათ მდგომარეობას ცვლის, სააკაშვილმა თავი ლამის გამარჯვებულად გამოაცხადა და საკუთარ ამომრჩეველს შეტევისკენ მოუწოდებს... ვინ თუ არა სააკაშვილმა კარგად იცის, რომ არჩევნებში მონაწილეების ბედს ხალხი წყვეტს. რა სისტემაც არ უნდა მოიფიქროს ოპოზიციამ, გამარჯვების მიზერული შანსიც არ აქვთ, რადგან ამომრჩეველი მათ მხარეს არ არის. რაც შეეხება მიღწეულ შეთანხმებას, შეთანხმებაში ყველაზე მნიშვნელოვანი 1%-იანი ბარიერია, რომელიც უახლოეს მომავალში გაერთიანებული ოპოზიციის დაშლას გამოიწვევს.

 

 

 

ასევე, გაუგებარია პოლიტპატიმრებზე აპელირება, როდის შემდეგ გახდა კრიმინალი პოლიტპატიმარი? დაუშვებელია, ადამიანი, რომელმაც ათეულობით მილიონი გაფლანგა, დაუსჯელი იყოს. ყველამ უნდა გავიგოთ, რომ პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის. რამდენიმე წლის წინათ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, მაგრამ მისი პოლიტპატიმრად გამოცხადება თავში აზრად არავის მოსვლია.

 

 

 

აღნიშნული შეთანხმებით ხელისუფლებამ ყველას აჩვენა, რომ მათთვის ამოსავალი წერტილი დემოკრატიის განვითარებაა და არა სკამი, ოპოზიციის მთავარ მიზანს კი სწორედ სკამი წარმოადგენს!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner