logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ქუჩის ოპოზიციას აღარ აქვს საბაბი, რომ მუდმივად იყოს დესტრუქციული და ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს
- +

9 მარტი. 2020. 20:54

 

 

„მთავარი არის ის, რომ დღეს შეთანხმება შედგა.  მაჟორიტარების  შემცირებული რაოდენობის მიუხედავად, ამომრჩეველს ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი და ასევე, ქუჩის დესტრუქციულ ოპოზიციას აღარ აქვს საბაბი და წახალისებაა იმისა, რომ  მუდმივად დესტრუქციული იყოს,  რათა მისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ ,,იმედის"  ეთერში განაცხადა.

 

 

მისი შეფასებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება და სწორედ ამიტომ იყო რომ ქვეყანას, საზოგადოებას არ აძლევდნენ დამშვიდების საშუალებას.

 

 

„ხმაური და მცირედი რყევები რაც ჩვენ, მაჟორიტარებმა გამოვიწვიეთ ღირდა ამად. ჩვენი მთავარი სამიზნე იყო ქვეყნის სტაბილური განვითარება და ამომრჩევლის ინტერესი. ჩვენი მიზანი  ძირთადად  არის მიღწეული. მაჟორიტარობა ნიშნავს იმას, რომ დეპუტატმა შეძლოს მოიცვას გეოგრაფიაც და ამომრჩეველთა ინტერესებიც, რათა ხელმისაწვდომი იყოს ამომრჩევლისთვის მაჟორიტარი, მაჟორიტარისთვის კი - მისი საპასუხისმგებლო ოლქი. ეს დასაბალანსებელი იქნება. მაჟორიტარების რაოდენობა გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მაჟორიტარმა, რომელსაც ჰქონდა 1 საარჩევნო ოლქი,  უნდა აიღოს 4-ის ვალდებულება. მისი პასუხისმგებლობა და სამუშაო არეალიც იზრდება, მაგრამ მაჟორიტარები მზად არიან, რომ დაიტვირთონ. მთავარია ქვეყნის ინტერესები და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ მოგვიწევს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამ პოლიტიკურ სპექტრს, ამ ,,ბუკეტს", თვითონ ეუხერხულება, რომ  ერთად სხედან. ხშირად ამ საერთო მაგიდის დროებითი ერთობის წარმომადგენლები ამას „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ. ეს კარგია, რომ ისინი უხერხულობას მაინც გრძნობენ. სტაბილურობის მხრივ ამ პოლიტიკური სპექტრისთვის  პროპორციული სისტემის მინდობა არ შეიძლებოდა. ჩვენ ამბოხებულებს ნუ გვეძახიან, მე ჩემ თანამოაზრეებს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის დეპუტატებს დავარქმევდი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner