logo_geo
eng_logo
რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე – „მე და ჩემი შვილები თვითიზოლაციაში ვართ გაგების დღიდან...“
- +

9 მარტი. 2020. 23:49

 

 

ო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი საქართველოში 15-მდე გაიზარდა. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა – 13 ადა­მი­ა­ნი, იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან ან, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ორი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ირა­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

 

 

ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მძი­მეა 44 წლის მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მე­ო­თხეა, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია და­უდ­გინ­და. თუმ­ცა, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

 

 

ამას­თან, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლ არ­ცერთ პირს ამ ეტაპ­ზე არ ემუქ­რე­ბა სი­ცო­ცხლისთ­ვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა.

 

 

„COVID-19“ ვირუ­სით იტა­ლი­ი­დან შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან და­ინ­ფი­ცირ­და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი გუ­შინ და­უ­დას­ტურ­და. ambebi.ge ესა­უბ­რა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლეს, თუმ­ცა მის ვი­ნა­ო­ბას ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, არ ვა­სა­ჯა­რო­ვებთ.

 

 

რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ქალ­ბა­ტო­ნი აღ­ნიშ­ნავს, მისი მე­უღ­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როც იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და.

 

 

ჩემი მე­უღ­ლე არის მე-14 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. კარ­გად არის, აქვს მხო­ლოდ და­ბა­ლი სი­ცხე. მე და ჩემი შვი­ლე­ბი ვართ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­გე­ბის დღი­დან და არ წარ­მო­ვად­გენთ ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს. მეც მინ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვექ­ცეთ ამ ვი­თა­რე­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვოთ თავი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის­გან. და­ვიც­ვათ ყვე­ლა წესი, რა­საც გვირ­ჩე­ვენ ექი­მე­ბი. ეს მე არ და­მე­მარ­თე­ბა გა­მო­რი­ცხეთ!“, –ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ქალი.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე ორ შვილ­თან ერ­თად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყოფე­ბა. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ და მათ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა.

 

 

კარ­გად მუ­შა­ო­ბენ, კვალს მიჰ­ყვე­ბი­ან და აკონ­ტრო­ლო­ბენ. იმე­დია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც მო­იქ­ცე­ვი­ან სა­თა­ნა­დოდ“, – გვიყ­ვე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner