ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდვითი მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ოფშორულ ზონებთან შეხება ადრეც ჰქონია და ახლაც აქვს.
მისი თქმით, კითხვები იმ პოლიტიკოსების მიმართ არის, ვინც საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობისას იშოვა ფული.
„ზოგადად ოფშორულ ზონებს რაც შეეხება, მაქვს და მქონდა კომპანიები, მაგრამ ვერავის ნახავთ - ვერც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ოფშორულ ზონაში არ ჰქონდეს კომპანია. ის ძალიან მოქნილია და ბევრ რამეში გეხმარება.
კითხვები არის იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობისას იშოვა ფული, მანამდე რომ არაფერი გააჩნდათ, ისინი არიან სახიფათონი",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერის განცხადებით, მისთვის „პანამა ფეიფერსი" „ბოლო ჭეშმარიტება" არ არის.