logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს, შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს
- +

10 მარტი. 2020. 00:07

 

 

კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­მა­ტებს, შე­სა­ბა­მი­სად, მზად­ყოფ­ნის რე­ჟი­მი უფრო და უფრო უნდა გაძ­ლი­ერ­დეს“, – ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

 

 

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ცენ­ტრა­ლურ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 15 პი­რის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა 4 პირი არის შე­და­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო. და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია ბოლო 2 პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბაც. მიმ­დი­ნა­რე­ობს და­მა­ტე­ბი­თი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი მო­ნი­ტო­რინ­გი.

 

 

„რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­ნოზს, გლო­ბა­ლუ­რად სი­ტუ­ა­ცია ჩი­ნეთს გა­რეთ უა­რეს­დე­ბა. ჩი­ნეთ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბაა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის, რა­დი­კა­ლუ­რად იკ­ლებს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ისე, რო­გორც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ჩი­ნეთ­ში, მაგ­რამ ჩი­ნეთს გა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 24 000-მდე შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე მა­ღალ და­სე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც უკვე 7000-გა­დას­ცდა შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა არი­ან: სამ­ხრეთ კო­რეა, იტა­ლია და ირა­ნი.

 

 

ასე­ვე უკვე რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში გა­დაც­და შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1000-ს, კერ­ძოდ გერ­მა­ნი­ა­ში და საფ­რან­გეთ­ში. ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში არის ასე­უ­ლებ­ზე, აშშ-სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში უკვე 500-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა. ასე რომ, კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ, რომ ჩი­ნეთს გა­რეთ სი­ტუ­ა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­ტროლს ვერ ემორ­ჩი­ლე­ბა. ჩი­ნეთ­მა სი­ტუ­ა­ცია მო­აქ­ცია კონ­ტროლს ქვეშ, შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს, ჩი­ნეთს გა­რეთ იმა­ტებს.

 

 

რად­გან ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლო, ვართ გლო­ბა­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი, რომ შევ­ჩერ­დეთ მხო­ლოდ 15-ზე, ამ პროგ­ნოზს ვერ გა­ვა­კე­თებთ. შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­მა­ტებს. შე­სა­ბა­მი­სად მზად­ყოფ­ნის რე­ჟი­მი უფრო და უფრო უნდა გაძ­ლი­ერ­დეს. ყვე­ლა ად­გილ­ზე მზად­ყოფ­ნა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს სა­ზღვრე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ და­სე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბა. შე­მო­სუ­ლე­ბის კა­რან­ტი­ნი ან თვი­თი­ზო­ლა­ცია.

 

 

ასე­ვე სა­ჭი­როა იმ პი­რე­ბის თვი­თი­ზო­ლა­ცია ან კა­რან­ტი­ნი, რომ­ლე­ბიც არა მა­ღალ და­სე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დი­ან მაგ­რამ იცი­ან, რომ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დათ კონ­ტაქ­ტი ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან“, – აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამყრელიძემ, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

 

 

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო კო­მი­სი­ის მო­რი­გი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner