"ოცნების" დეპუტატი, რომელიც თვითიზოლაციაშია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ დანელიაა, ის კორონავირუსზე პასუხს დღის ბოლომდე ელოდება, ხოლო მინისტრის მოადგილე, რომლის ვაჟსაც კორონავირუსი დაუდგინდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელია.
მისი შვილი თბილისიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში წაიყვანეს და იქ მოათავსეს. თავად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, როგორც თავად ამბობს, თვითიზოლაციაშია,
ასეთივე რეჟიმშია დეპუტატი ოთარ დანელია, რომელიც თავად ადასტურებს, რომ დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა თვითიზოლაციაში პრევენციის მიზნით იმყოფება. მას ჰქონდა კონტაქტი ერთ-ერთ ბიზნესმენთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა.
აღსანიშნავია, რომ დანელიას კონტაქტი ჰქონდა „ოცნების” სხვა წევრებთანაც, თუმცა ამბობს, რომ ვინაიდან ის დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, ის პირები, ვისთანაც კომუნიკაცია ჰქონდა, რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.