პარლამენტის წევრს ქართული ოცნებიდან, ოთარ დანელიას კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, ანუ მას კორორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის საკანონმდებლო ორგანოში არავინაა კორონავირუსით ინფიცირებული.
„ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს ან თანამშრომელს ჩემი ინფორმაციით არ აქვს დადასტურებული დიაგნოზი და არავინაა საქართველოს პარლამენტში ამ მომენტისთვის ინფიცირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.