logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილა
- +

10 მარტი. 2020. 10:46

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე,  ერთი პირი ამხილეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი გამგეობის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქისთვის დაამზადა და 500 აშშ დოლარად გაასაღა წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო ყალბი მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია წვევამდელის შეუვსებელი მოწმობები, შტამპები და ბეჭდები.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner