„პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდება.
ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას, ივანიშვილის თქმით, მას აქვს სურვილი, საკუთარი შეასაძლებლობები ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლისთვის გამოიყენოს.
„მე მაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ვარ ამ ქვეყნის შვილი და მინდა, ქვეყანა იყოს სტაბილური", - აღნიშნა ივანიშვილმა.