logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაია: 33 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
- +

10 მარტი. 2020. 11:25

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლენილი არ არის.

 

„დილის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 30 პაციენტი. გუშინ, ორ ეტაპად, 33 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველა შემთხვევაში მიღებულია უარყოფითი პასუხი. ამ პაციენტების ნაწილი უკვე საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაშია და ჯერჯერობით გრძელდება ეს პროცესი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

მისი თქმით, ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული 14 ინფიცირებულიდან 1 მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, ის მკურნალობას ექვემდებარება.

 

„მისი მდგომარეობა სტაბილურია, განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნება. ექვემდებარება მკურნალობას და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ გაუარესდება“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 15 ადამიანია ინფიცირებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner