კარანტინის გამო იტალიის ხელისუფლებამ ციხეებში პატიმრებტან მნახველების შეშვება აკრძალა, რასაც მტელი ქვეყნის მასშტაბით ციხეებში მასშტაბური ბუნტი მოჰყვა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ციხის ბუნტს მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ მოდენაში, ციხეში 3 პატიმარი გარდაიცვალა, სამი კი - უკვე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, პატიმართა ბუნტი 27 ციხეში დაფიქსირდა. პატიმრები აპროტესტებენ პაემნების აკრძალვას.
ბევრი პატიმარი კი ამნისტიას მოითხოვს - აცხადებენ, რომ ციხეში კორონავირუსისგან დაცვას ვერ შეძლებენ.
იტალიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული. აკრძალულია ყველა საჯარო ღონისძიება, შეზღუდვები დაწესდა გადაადგილებაზეც.