logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გადაწყდება, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები
- +

10 მარტი. 2020. 12:38

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები.

 

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს.

 

„მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლები 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება უმაღლეს სასწავლებლებშიც.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner