logo_geo
eng_logo
იუსტიციის საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ
- +

10 მარტი. 2020. 12:45

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ.

 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ - დაიცვან როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.

 

სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.

 

ხელმისაწვდომია ხელის დასამუშავებელი ე.წ. დეზინფექტორები.

 

მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner