logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: სამი მინისტრი სახლში უნდა წავიდეს!
- +

14 ივნისი. 2016. 13:04



პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელმა, დავით ბაქრაძემ და მიხეილ ჯანელიძემ მინისტრთა კაბინეტი უნდა დატოვონ.


როდესაც ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მიერ მიღწეულ ვიზა-ლიბერალიზაციას ჩააგდებ და ევროპა ფაქტობრივად დაგბლოკავს; როდესაც NATO განუსაზღვრელი ვადით დაგიკეტავს კარებს, ამ შემთხვევაში მინიმუმ, სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი, ევროინტეგრაციის (გაქანებული ნაცი) მინისტრი ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი სახლში უნდა წავიდნენ. ეს არის პოლიტიკური აქსიომა! ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ან უნიჭოები არიან და ან ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ?!" - წერს ბრეგაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner