logo_geo
eng_logo
კადრები იტალიის ერთ-ერთი საავადმყოფოდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ
- +

10 მარტი. 2020. 14:28

 

 

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ თავშეყრას კრძალავს.

 

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული სამუშაოს ან გადაუდებელ საჭიროებას უკავშირდება.

 

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 97 ადამიანით გაიზარდა და ქვეყანაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 463-ს შეადგენს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner