იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ თავშეყრას კრძალავს.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული სამუშაოს ან გადაუდებელ საჭიროებას უკავშირდება.
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 97 ადამიანით გაიზარდა და ქვეყანაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 463-ს შეადგენს.