logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მხარს დავუჭერ მას, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს!
- +

14 ივნისი. 2016. 13:05



თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რომ ქართული ოცნება" კურსს შეიცვლის, მხარს დავუჭერ მას, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.


ივანიშვილმა განმარტა, თუ რა დოზით არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და აღნიშნა, რომ პარტიის შტაბში არ დადის, თუმცა „შეიძლება თვეში ერთ შეკრებას დაესწროს".


მე არ ვარ პროცესებში ჩართული. ოცნების" საარჩევნო პროცესებში ჩართვა შეიძლება, გადაჭარბებული იყოს. მე შტაბში არ დავდივარ. შეიძლება, თვეში ერთხელ შეკრებას დავესწრო, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაუჩნდება. პროცესები მიდის ჩემს გარეშე. რაც შეეხება ჩემი, როგორც მოქალაქის აქტიურობას, ჩემი სურვილია, რომ ოცნებას" მხარდაჭერა გამოვუცხადო, ვინადან ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ევროპული მიმართულებით გააგრძელებს სვლას. მხოლოდ ამ მიზეზით ვუჭერ მხარს. თუ წარმოვიდგენთ თეორიულად, რომ ოცნება"  შეიცვლის მიმართულებას და ღირებულებებში აღრევა მოხდება, მე მას დავუჭერ მხარს, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. გუნდში არის უამრავი წარმატებული პიროვნება, ვინც იზიარებს ამ კურსს. ამ მიმართულებით ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს და მე მოვუწოდებ მოსახლეობას, არ დაემორჩილონ იმ აგიტაციას, რასაც ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს", - განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner