1-6 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდსა და წალენჯიხაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო სამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.