დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა უცვლელია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში 466 შესაძლო შემთხვევა იყო, აქედან კი კორონავირუსის დადასტურებელი ოდენობა არის კვლავ 15.
„მათგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 - ესპანეთს, 7 - იტალიას, ხოლო 5 იტალიაში მოგზაურებთან კონტაქტს. ამჟამად ლუგარის ცენტრში კვლევაზეა 23 ნიმუში, აქედან 17 ინფექციური საავადმყოფოდან, დანარჩენი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან. კარანტინში 178 ადამიანია, თვითიზოლაციაში (თვითიზოლაცია კი 21 თებერვლიდან სხვადასხვა მაღალდასენიანებული ქვეყნიდან ჩამოსულმა ადამიანმა აირჩია) - 1108 ადამიანი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა არის დადასტურებული.