logo_geo
eng_logo
იტალიის პრემიერი: ახლა სწორი გადაწყვეტილება სახლში დარჩენაა - ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია
- +

10 მარტი. 2020. 18:04

 

კარანტინი მთელი იტალიის მასშტაბით დღეიდან ძალაში შევიდა. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო.

 

„ეს ადვილი არ არის. ახლა სწორი გადაწყვეტილება სახლში დარჩენაა. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობა. ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქცევის წესები“,- აცხადებს ჯუზეპე კონტე.

 

მისივე თქმით, თუ მოსახლეობა დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილება, მათ დააპატიმრებენ და მოუწევთ სერიოზული ჯარიმების გადახდა.

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადებას გამოეხმაურა ბერგამოს მერი, გიორგიო გორი. მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ მდგომარეობა ძალიან სერიოზულია.

 

„ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ითვლებოდა, რომ განგაში რამდენიმე დღეში გაივლიდა, უბრალოდ გარკვეულ წესებს უნდა მივყოლოდით. ახლა ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ მდგომარეობა ძალიან, ძალიან სერიოზულია, ჩვენი საავადმყოფოები კოლაფსის პირასაა“,-აღნიშნა მერმა ადგილობრივ RAI-სთან ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, იტალიის მთელი ტერიტორიის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული სამუშაოს ან გადაუდებელ საჭიროებას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ზომები საზოგადოების დასაცავად იქნა შემოღებული.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner