logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობს
- +

10 მარტი. 2020. 18:05

 

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობს.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ფონდს მეტი მოქნილობა არ ექნება, მას სამომავლოდ მუშაობა გაუჭირდება.

 

„ფონდში მოსვლის დღიდან ვაყენებ ფონდის რეფორმირების საკითხს და დღესაც ვამბობ, რომ ფონდი ნამდვილად არ არის გამართული სტრუქტურა შინაარსობრივად. ფონდის რეგლამენტი და დებულება უნდა იყოს მკაფიო. შვილობილი კომპანიები უნდა გავიდნენ ფონდიდან. უკვე დაიწყო ენერგოობიექტების ფონდიდან გატანა, რაც ძალიან კარგია. რეფორმების პროექტი მუშავდება და საბოლოო სახით პირველ კვარტალში იქნება პროგრამა“, - აღნიშნა საგანელიძემ.

 

ამასთან, როგორც საგანელიძე განმარტავს, ყველა პროექტი, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ მიერაა განხორციელებული, მომგებიანია, მაგრამ შვილობილი კომპანიების ფონზე, როგორებიცაა სახელმწიფო რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ესკო, სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელთა მართვაშიც ფონდი ჩართული არაა და რომლებსაც აქვთ ზარალი, საბოლოოდ გამოდის, რომ ფონდსაც ზარალი უფიქსირდება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner