logo_geo
eng_logo
საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს.
- +

10 მარტი. 2020. 18:06

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ზიარება ეკლესია-მონასტრებში ჩვეული წესით ჩატარდება.

 

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა საპატრიარქოს ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენების რეკომენდაციით მიმართა, თუმცა საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ გეგმავს. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner