logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რესურსი გვაქვს, რომ დეპუტატობის 20-25 ახალი კანდიდატი წარვადგინოთ საზოგადოების წინაშე
- +

10 მარტი. 2020. 18:09

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის 20-25 ახალ სახეს წარადგენს. მისი განცხადებით, გუნდის განახლებისთვის ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რაზეც მმართველმა პარტიამ აქცენტი უნდა გააკეთოს. მისივე ინფორმაციით, გუნდის განახლებაზე მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

 

„შარშან საკმაოდ აქტიურად დაიწყო ამაზე მუშაობა. პრინციპული ამოცანაა გუნდის განახლება და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე განახლებული გუნდით წარვდგებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადო მხარდაჭერა მოვიპოვოთ მოსახლეობაში. ეს იქნება ჩვენი წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ხედავთ, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს განახლება. ისინი მუდმივად ერთი და იმავე სახეებით წარსდგებიან ხოლმე არჩევნებზე. ჩვენ განახლების რესურსი გვაქვს და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. გვაქვს რესურსი, რომ დეპუტატობის დაახლოებით 20-25 ახალი კანდიდატი მაინც წარვადგინოთ საზოგადოების წინაშე. ეს არის ალბათ ის მინიმუმი, რაზეც აქცენტი უნდა წარვადგინოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner