logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მე არ დამიკარგავს 100 მილიონი
- +

14 ივნისი. 2016. 13:06



„Credit Suisse"-ს ბანკის საკითხზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, 100 მილიონი დოლარი არა მან, არამედ ბანკმა დაკარგა.


მე არ დამიკარგავს 100 მილიონი, ის დაკარგა ბანკმა. მიდის გამოძიება და ველოდები პროცესებს. იქნებ ბანკი ნაკლებად დაზარალდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ „Credit Suisse"-ს ბანკირმა ბიძინა ივანიშვილი 100 მილიონი დოლარით აზარალა. ბოლო წლებში ყველაზე გახმაურებულ საბანკო საქმეზე უცხოური მედია აქტიურად წერს. „ბლუმბერგის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, ბანკირმა ზარალი მიაყენა სხვა კლიენტებსაც და ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner