„რუსეთი მზად იქნება, პასუხი გასცეს ნებისმიერ აგრესორს, რომელიც ჰიტლერის გერმანიის მსგავსად გაბედავს, თავს დაესხას ქვეყანას“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ТАСС“-თან ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმირ პუტინს“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, ვინც რუსეთთან „მახვილით მოვა, მახვილით განიგმირება“.
„საბჭოთა კავშირმა ძალიან საშინელი, უპატიებელი თავდასხმა მოიგერია ნაცისტური გერმანიის მხრიდან. ჩვენ 27 მილიონი ადამიანი დავკარგეთ. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც ამხელა ზარალი განიცადა“, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ თუ კიდევ ვინმე გაბედავს, მსგავსი რამ გააკეთოს, რუსეთი „ამას კვლავ გაიმეორებს“.