logo_geo
eng_logo
მამა იოანე: იტალიაში, სწრაფი ტემპით იზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი
- +

10 მარტი. 2020. 20:08

 

 

რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სიტუაციას პასუხისმგებლობით, მოეკიდოს. სასულიერო პირი ამბობს, რომ გააუქმა ყველა მგზავრობა და რჩება იტალიაში.

 

"იტალიაში რთულდება სიტუაცია, სწრაფი ტემპით იზრდება დაინფიცირებული ადამიანთა რიცხვი, აქვე მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა! ხუმრობის დრო აღარ არის და მშვიდად, ყოველგვარი შფოთის გარეშე გავერთიანდეთ ყველანაირად და კონტაქტი ვიქონიოთ ერთმანეთთან! მე თავად ყველა გამგზავრება გავაუქმე და მეუფის კურთხევით ვრჩები თქვენთან ერთად! გთხოვთ ვილოცოთ და ჩვენი ლოცვით შევეწიოთ ჩვენს სამშობლოს და განსაცდელში მყოფ იტალიას! უფალი მეფობს! და მისი წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, - წერს მამა იოანე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner