მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი ხელის ჩამორთმევა და ჩახუტებაა.
„ერთმანეთისთვის გულწრფელი და უსაფრთხო მისალმება გავიმეტოთ. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია და ეპიდემია გლობალურ საფრთხედ წარმოჩინდა, მინდა ყველას გთხოვოთ, ერთმანეთს საკუთარ გულზე ხელის დადებით მივესალმოთ და ამით დავიცვათ, როგორც საკუთარი თავი, ისე შემხვედრი, რადგან ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი სწორედ ხელის ჩამორთმევა და ჩახუტებაა.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, მაგრამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილის გარეშე შესაძლოა სასურველი შედეგი ვერ დადგეს. მოგიწოდებთ დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და დროებით უარი ვთქვათ რისკის შემცველ ჩვევაზე. გისურვეთ ყველას ჯანმრთელობას!“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.