logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია კორონავირუსზე: საზღვრებზე თერმული სკრინინგი მიმდინარეობს
- +

10 მარტი. 2020. 20:48

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ევროპის ქვეყნებში გავრცელებასთან დაკავშირებით და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

ზოგადად, ბოლო პერიოდში, ვირუსის გავრცელების არეალი კიდევ უფრო ფართოვდება, ვიდრე ეს იყო მისი გამოჩენისთანავე. ბევრი ქვეყანა უკვე მიმართავს თავისი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში მოგზაურობების შეზღუდვას. ჩვენც მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, თუ არ არის უკიდურესი აუცილებლობა, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. რაც შეეხება ფრენების შეზღუდვას, ჩვენი პირველი საპასუხო ღონისძიება იყო პირდაპირი რეისების შეჩერება ჩინეთთან, რასაც მოჰყვა ირანი და ბოლოს იტალია. თუმცა, ჩვენთვის უსაფრთხოების ზომად რჩება აქტიური პრევენციული ღონისძიებები საზღვრებზე, ანუ თერმული სკრინინგი და ყველა იმ მოგზაურის ადრეული გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის შემომტანები იყვნენ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

თამარ გაბუნიამ იტალიაში ვირუსის სწრაფად გავრცელების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ კორონავირუსი პირველად მოხუცთა სახლებსა და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში გავრცელდა.

 

ყველა ქვეყანა მიჰყვება ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციებს, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვკარნახობს. ეს არის გამოსავალი ყველასთვის. აქ მთავარია კოორდინირებული მოქმედება, სოლიდარობა გლობალურ დონეზე და რა თქმა უნდა, ადრეული პასუხი. იტალიაში ვირუსის სწრაფად გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ პირველად კორონავირუსი გავრცელდა მოხუცთა სახლებში და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში, ეს კი შედარებით მაღალი რისკის ჯგუფია. თუმცა, საბოლოო ჯამში რამ გამოიწვია ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელება, გვიანი იყო თუ არა იტალიის პასუხი და რამდენად აქტიური იყო პრევენციული ღონისძიებები, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია. ცოტა ხნის წინ იტალია წითელ ზონად გამოცხადდა. დაწესებულია უმკაცრესი კარანტინი, რაც ხელისუფლებას, ალბათ, მისცემს ინფექციის ლოკალიზების შესაძლებლობას კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონებშიც“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner