logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდება
- +

14 ივნისი. 2016. 13:08



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდვითი მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩევნებამდე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდება. 



ექს-პრემიერმა კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრის შეცვლაზეც.



„ძველ მინისტრთან მკვეთრი კითხვები არ იყო. განათლების მინისტრის შეცვლით, კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების სისტემის მნიშვნელობას. განათლებას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ახლა გახდა შესაძლებლობა იმისა, რომ ბიუჯეტის ზრდის შემთხვევაში, პრიორიტეტი გახდეს განათლება. სასწაულს ვერ გააკეთებს ახალი მინისტრი, მაგრამ ცდილობს, რომ ეს ოთხი თვეც არ დაიკარგოს. მე არ მგონია, რომ კვირიკაშვილმა ის ოთხი თვით მოიყვანა. განათლების მინისტრთან დაკავშირებით, კვირიკაშვილს უფრო გრძელვადიანი გეგმები აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner