logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: მისწერეთ პოლკოვნიკს, ის იყო ნამდვილი პოლიტპატიმარი!
- +

10 მარტი. 2020. 23:21

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: 

 

"მისწერეთ პოლკოვნიკს.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე თანამედროვე საქართველოს სინდისია. აი, ის იყო ნამდვილი პოლიტპატიმარი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა გლდანის ციხეში წამებით მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლოს ჯარისკაცმა, საქართველოსთვის სისხლდანთხეულმა პოლკოვნიკმა სამშობლოს ღალატი და რუსეთის ჯაშუშობა არ დაიბრალა. 
ნაცრეჟიმმა - კუდიანებზე მონადირე სოციოპატთა ხროვამ - პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე საკუთარ დაბადების დღეს დააპატიმრა. გლდანის ციხეში მას აწამებდნენ არამარტო ციხის ადმინისტრაციის ჯალათები, არამედ ციხის ადმინისტრაციასთან მოთანამშრომლე ე.წ. ქათამი პატიმრები. 
სასტიკად ნაწამებ პოლკოვნიკ თეთრაძეს გული გაუსკდა მაშინ, როცა გლდანის ციხის ჯალათები მის გაუპატიურებას ცდილობდნენ. 
მოკვდა პოლკოვნიკი, მაგრამ სამშობლოს გაყიდვა არ დაიბრალა. 
დღეს პოლკოვნიკს არავინ სწერს. არავინ უხსნის, რატომ თარეშობს საქართველოში ისევ ის ბანდა, რომელმაც იგი ციხეში წამებით მოკლა. არავინ უხსნის, რატომ ითვლება მთავარ ოპოზიციურ ძალად მიზანთროპების კოლტი, რომელიც ტყუილად იჭერდა, აწამებდა, აუპატიურებდა და კლავდა. 
არავინ სწერს პოლკოვნიკს, რატომ დგას დღეს ქვეყანა საფრთხის წინაშე, რომ მწამებლების, გამაუპატიურებლებისა და მკვლელების ბანდა, შესაძლოა, ისევ ძალაუფლებით აღიჭურვოს. 
არავინ სწერს პოლკოვნიკს, ამ მწამებლების, მკვლელებისა და გამაუპატიურებლების გასასამართლებლად მოყვანილი ხელისუფლება მათთან, რატომ თანამშრომლობს, რატომ თანაცხოვრობს, რატომ აფორმებს მემორანდუმებს. 
მისწერეთ პოლკოვნიკს. მისწერეთ და აუხსენით, რატომ ხდება ეს. 
რატომ არავინ სწერს პოლკოვნიკს?!"

right_banner right_banner
არქივი
right_banner