ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე კორონავირუსისა და სეზონური ალერგიის სიმპტომებს აქვეყნებს.
კორონა ვირუსი - ტემპერატურა მაღალი; ხველა ინტენსიური; სუნთქვის გაძნელება ხშირია; გამონადენი ცხვირიდან იშვიათად; ცემინება იშვიათად; თავისტკივილი შესაძლებელია; მუცლის ტკივილი, დიარეა შესაძლებელია; ყელის ტკივილი შესაძლებელია; სისხლის საერთო ანალიზი - ლიმფოპენია; კუნთების ტკივილი 11-44%-ში; ზოგადი სისუსტე 11-44%- ში;
სიმპტომები: არ არის დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე! ხანმოკლეა, არ მეორდება!
სეზონური ალერგია - ტემპერატურა არ ახასიათებს; ხველა შესაძლებელია; სუნთქვის გაძნელება შესაძლებელია; გამონადენი წყლისებრი, ჭარბი ; ცემინება მრავალჯერადი; თავისტკივილი შესაძლებელია; მუცლის ტკივილი, დიარეა არ ახასიათებს; ყელის ტკივილი არ ახასიათებს; სისხლის საერთო ანალიზი - ეოზინოფილია: კუნთების ტკივილი არ ახასიათებს; ზოგადი სისუსტე შესაძლებელია.
სიმპტომები:მწვავდება გარეთ ყოფნის დროს, ხანგრძლივია, სეზონურად მეორდება!