კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვერტყვიჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო მძიმე მდგომარეობაში, დაზიანებული იყო სახურავი, ფასადები და იატაკი, საშიშროება იყო წყლის ჩასვლის, კარნიზები – მორღვეული.
სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც შპს „სალდომ“ განახორციელა, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები:
ფასადებსა და ინტერიერში რესტავრატორის ზედამხედველობის ქვეშ გაიწმინდა კედლები ცემენტის ნალესისგან;
გადაეწყო დაზიანებული ქვის წყობა კირდუღაბზე, ასევე, ფასადებზე აღდგა საპირე წყობა უხეშად დამუშავებული კირქვით,ხოლო ბზარები ამოივსო და ამოიგოზა კირით;
აღდგა დაზიანებული კარ-ფანჯრების წირთხლები;
სახურავზე მოიხსნა ძველი ჩაკირული ფენა და ახლიდან გადაილესა კირხსნარით;
ტაძარი გადაიხურა ლითონით ლორფინის იმიტაციით;
ტაძარში აიყარა ძველი დაზიანებული იატაკი და დაიგო ახალი;
ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი;
დამონტაჟდა კარები მაგარი ჯიშის ხის მასალითა და ლითონის ელემენტებით.