logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია
- +

14 ივნისი. 2016. 13:10



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ  ერთხელ მოუწოდა ექსპერტებს, „საზოგადოება 2030"-ის ორგანიზიებულ ეკონომიკურ ფორუმზე მივიდნენ და დაასაბუთონ, თუ მეტი რისი გაკეთება შეიძლებოდა 3-4 წელიწადში.


ეკონომიკური სიდუხჭირით სპეკულირება არის გარკვეული ხიფათი იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება. არავინ ამბობს, რომ მთავრობამ გააკეთა მაქსიმალური. ამბობენ, გადით რეგიონებში, რამდენი გაჭირვებულიაო. გაჭირვებული იქნება და ამის აღმოფხვრა 3-4 წელიწადში შეუძლებელია. ეს უნდა მოხდეს 10-15 წელიწადში. მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. მე ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას" კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია. დიდი სურვილი მაქვს, მოსახლეობამ ამის ანალიზი გააკეთოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner