logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსი 12 წლის ბავშვს დაუდასტურდა
- +

11 მარტი. 2020. 10:33

 

 

კორონავირუსით საქართველოში ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 12 წლის მოზარდი იმ 8 პირს შორის არის, რომელსაც ვირუსი ბოლოს დაუდასტურდათ.

 

 

დაინფიცირებულია ბავშვის ოჯახის 4 წევრიც, რომლებიც გვიან ღამით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე ისინი 28 თებერვლიდან თვით იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

 

 

ვირუსის დადასტურება განმეორებითი ტესტის შედეგად მოხდა. ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტსა და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან არის კავშირში. ერთ-ერთი ახლად დაინფიცირებული ასევე ვარაუდობს, რომ ვირუსის გადადება ფულთან შეხებით მოხდა.

 

 

საერთო ჯამში, ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 23 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner