logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ხომ ვიცით, ვინ იყო მერაბიშვილი?!
- +

14 ივნისი. 2016. 14:30



ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ.



სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვინ იყო მერაბიშვილი, ეს ხომ ყველამ ვიცით. სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner