logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხალხს განცდა აქვს, რომ სამართლიანობა არ აღდგა, არადა, სააკაშვილი დევნაშია, მერაბიშვილი - ციხეში!
- +

14 ივნისი. 2016. 13:27



საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის აღდგენის პროცესზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით პროკურატურაში მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა და აქვე სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მაგალითზეც ისაუბრა.


„ის, რაც მოხდა საქართველოში, ამ მიმართულებით, საოცრებაა, მაგრამ ხალხს ისევ ის განცდა აქვს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა. არადა, ექს-პრეზიდენტი დევნაშია, კეზერაშვილი დევნაშია, მერაბიშვილი კი - ციხეში.

 

ჩემი პრემიერობის დროს, დროის 90%-ს ვხარჯავდი იმაში, რომ პარტნიორებისთვის ამეხსნა, რა ხდებოდა საქართველოში.

 

„ნაციონალები" საზოგადოებაზე მენტალურად ისევ ძალადობენ და მოსახლეობის უკმაყოფილებაც ამიტომ გამოიხატება. უზნეო ხალხი მორალზე გველაპარაკება და ამიტომ არის აღშფოთებული ხალხი",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner