logo_geo
eng_logo
13 ივნისს ისრაელის თანამედროვე ქორეოგრაფიის დასმა „ვერტიგო 20“ წარმოადგინა
- +

14 ივნისი. 2016. 13:32

 


თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი გრძელდება. 13 ივნისს, რუსთაველის თეატრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ისრაელის თანამედროვე ქორეოგრაფიის დასის დადგმას „ვერტიგო 20" დაესწრო. ქორეოგრაფი - ნოა ვერტჰაიმი.

თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალი წელს პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში, 12-14 ივნისს ტარდება და ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, დადგმების განსახორციელებლად იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner